ბრენდინგი არის კომპანიის მიერ მოთხრობილი ისტორია, ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ტოვებს უდიტორიაზე.
არსებობს მრავალი სტატია, რომელიც ხაზს უსვამს ბრენდინგის გავრცელებულ შეცდომებს, მოდით ჩავუღრმავდეთ ბრენდინგის ნაკლებად ცნობილ და უჩვეულო შეცდომებს, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს შენი ბრენდის წარმატებისთვის.
- ბრენდის იდენტობის გართულება
დამფუძნებლები ხშირად ხვდებიან მახეში, რადგან სჯერათ, რომ სირთულე დახვეწილობას უტოლდება, მაგრამ რეალურად მას საპირისპირო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ადამიანებს უპირატესობას ანიჭებენ უბრალოებას. ბრენდის გართულებული იდენტურობა შეიძლება იყოს რთულად დასამახსოვრებელი და გასაგები.
გამოსავალი:
გაამარტივეთ თქვენი ბრენდის იდენტურობა. აირჩიეთ მარტივი, დასამახსოვრებელი დიზაინი, რომელიც ხაზს გაუსვამს კომპანიის ძირითად ღირებულებებს. იფიქრეთ Apple-ის მინიმალისტურ მიდგომაზე, რამაც ბრენდი მოკლე დროში ცნობადი გახადა.
- თანამშრომლების ბრენდინგის იგნორირება
მხოლოდ გარე ბრენდინგის მცდელობებზე ფოკუსირებამ და თანამშრომლების მიერ ბრენდის წარმოდგენის უგულვებელყოფამ, შესაძლოა მომხმარებლის მხრიდან შეუსაბამო აღქმადობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებმა იცოდნენ და იზიარებდნენ შენი ბრენდის ღირებულებებსა და მისიას.
გამოსავალი:
ჩადე ინვესტიცია შიდა ბრენდინგში. დარწმუნდი, რომ თანამშრომლებს ესმით და იზიარებენ შენი ბრენდის ღირებულებებსა და მისიას. იზრუნე იმაზე, რომ შენს გუნდს სჯეროდეს შენი ბრენდის.
- კონკურენტების სტრატეგიის კოპირება
კონკურენტის ბრენდის სტრატეგიის კოპირებამ შეიძლება გამოიწვიოს დიფერენციაციის ნაკლებობა და ბრენდის სუსტი იდენტობა. ადამიანებს იზიდავს ბრენდები, რომლებიც ორიგინალური და უნიკალურია. კონკურენტის ბრენდის კოპირებამ შესაძლოა შენი ბრენდი წარმოაჩინოს როგორც არაავთენტური და არაინსპირირებული.
გამოსავალი:
განასხვავე შენი ბრენდი. განსაზღვრე შენი უნიკალური მარკეტინგული სტრატეგია და შექმენი განსხვავებული ბრენდის იდენტურობა, რომელიც გამოგარჩევს კონკურენტებისგან.
- არათანმიმდევრული ბრენდინგი
არათანმიმდევრული ბრენდინგისა და შეტყობინებების გამოყენებამ სხვადასხვა პლატფორმებზე შეიძლება დააბნიოს შენი აუდიტორია და შეამციროს ბრენდის გავლენა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მარკეტინგული სტრატეგიის არარსებობით ან ცუდი კომუნიკაციით.
გამოსავალი:
შეიმუშავე ბრენდის მკაფიო სახელმძღვანელო სტრატეგიები. თანმიმდევრულობა აძლიერებს შენი ბრენდის იდენტურობას და ხელს უწყობს ნდობის ხარისხის ამაღლებას.
- უარყოფითი გამოხმაურების უგულებელყოფა
უარყოფითი გამოხმაურების, მომხმარებელთა საჩივრების იგნორირება ან მათი უარყოფა საზიანოა შენი ბრენდის რეპუტაციისთვის.
გამოსავალი:
დაუყოვნებლივ მოახდინე რეაგირება უარყოფით გამოხმაურებაზე. გამოიყენე ის, როგორც შესაძლებლობა, აჩვენო კრიტიკის მოსმენისა და პრობლემის აღმოფხვრის სურვილი.
- გადაჭარბებული სერიოზულობა
ზედმეტად სერიოზული ბრენდის იმიჯის შექმნამ შესაძლოა შენი ბრენდი მიუწვდომლად წარმოაჩინოს. ზოგიერთი დამფუძნებელი თვლის, რომ პროფესიონალიზმი მოითხოვს სერიოზულ ტონს. თუმცა, ეს ყოველთვის არ არის ასე.
გამოსავალი:
შეიტანეთ იუმორი თქვენს ბრენდინგში, საჭიროების შემთხვევაში. უშუალო დამოკიდებულება შენ ბრენდს გახდის მეტად საინტერესოსა და დასამახსოვრებელს.
- კულტურული ნიუანსების იგნორირება
გლობალური ბრენდინგის კამპანიებში კულტურული ნიუანსების გაუთვალისწინებლობამ შეიძლება გამოიწვიოს კულტურული არასენსიტიურობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კულტურული ცნობიერების ნაკლებობით.
გამოსავალი:
ჩაატარეთ ვრცელი კულტურული კვლევა და გაიარეთ კონსულტაცია ადგილობრივ ექსპერტებთან. პატივისცემა და სენსიტიურობა წარმატებული ბრენდინგის გასაღებია.
- კრიზისისთვის არაადეკვატური მზადყოფნა:
კრიზისული კომუნიკაციის გეგმის არქონის შემთხვევაში, შენი ბრენდი დაუცველია.
გამოსავალი:
შეიმუშავე ყოვლისმომცველი კრიზისული კომუნიკაციის სტრატეგია და რეგულარულად ივარჯიშე. მზადყოფნა შეამცირებს კრიზისების გავლენას შენ ბრენდზე.
- შეუსრულებელი დაპირებები
მარკეტინგულ კამპანიებში ხშირია ისეთი დაპირებები, რომლებსაც ბრენდი ვერ შეასრულებს, ამან კი შეუძლება გამოიწვიოს უნდობლობა და იმედგაცრუება მომხმარებელში. არ გაება მომხმარებლის სწრაფი მოზიდვის მიზნით მახეში, რადგან ეს ბრენდის სამომავლო სანდოობაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.
გამოსავალი:
მარკეტინგულ კამპანიებში შექმნებით რეალისტური მოლოდინები და თანმიმდევრულად შეასრულე ის დაპირებები, რასაც მარკეტინგული ძალისხმევის დროს გასცემ. პატიოსნება ნდობის საფუძველია.
ამ უჩვეულო ბრენდინგის შეცდომების გაგება უმნიშვნელოვანესია მარკეტინგული სტრატეგებისთვის. ხარვეზების თავიდან აცილებით და შემოთავაზებული გამოსავლის გათვალისწინებით, შეგიძლია შექმნა უფრო ძლიერი და სანდო ბრენდი. გახსოვდეს, შენი ბრენდი ცოცხალი არსებაა – სწორად განავითარე ის.
თუ მზად ხარ იზრუნო ბრენდინგზე დაგვიკავშირდი. ჩვენ დაგეხმარებით სწორი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში, რომელიც დაგეხმარება შექმნა ბრენდის იდენტურობა, რათა მიაღწიო სასურველ მიზნებს.