ბოლო დროს, მთელ მსოფლიოში მარკეტოლოგების დიდმა რაოდენობამ აქტიურად დაიწყო ვიზუალური კონტენტის გამოყენება მარკეტინგულ სტრატეგიებში. ვიზუალი ახლა მთავარ როლს თამაშობს ბიზნესის პოპულარიზაციაში, ხოლო ვიდეო კონტენტი მთავარი მარკეტინგის საიდუმლო გახდა.
მოგიმზადეთ 7 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენო მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტი კომპანიის იდეების გადმოსაცემად და აუდიტორიის მოსახიბლად.
- სწრაფად მიიღება და მუშავდება
ადამიანები ვიზუალზე ორიენტირებული არსებები არიან. ადამიანის ტვინი 90% ინფორმაციას ვიზუალური სახით იღებს. ვიზუალური ინფორმაცია მიიღება და მუშავდება ადამიანის ტვინის მიერ დაახლოებით 60 000-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მეტყველების ან ტექსტის შინაარსი. საშუალოდ, ტვინს სჭირდება 0,1 წამი მარტივი სურათის გასაგებად, ხოლო 200-250 სიტყვისგან შემდგარი მოკლე აბზაცს დაახლოებით 600-ჯერ მეტი დრო, დაახლოებით – 60 წამი. გარდა ამისა, ვიზუალური კონტენტი, როგორც წესი, შემუშავებულია სხვადასხვა ფერებით, რაც დამატებით ეხმარება ადამიანებს ინფორმაციის უკეთ ათვისებაში.
სწორედ ამიტომ, ვიზუალურად მდიდარი კონტენტი – ფოტოები, სურათები, ვიდეოები – უზარმაზარ გავლენას ახდენს წერილობითი კონტენტის წარმატებაზე და ყოვლისმომცველ კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიებზე.
- დიდხანს რჩება გონებაში
ვიზუალური ინფორმაცია ტვინში უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე წერილობითი ან მეტყველებითი შინაარსი. ვიზუალი ასტიმულირებს ტვინის სხვა სფეროებს. მეცნიერები მას ვიზუალის უპირატესობის ეფექტს უწოდებენ.
გამოსახულების უპირატესობის ეფექტის გამო, ვიზუალური მეხსიერება კვლავ ხუთი-ექვსჯერ უკეთესია სამი დღის შემდეგ, ვიდრე ერთხელ წაკითხული ან მოსმენილი ტექსტი. ვიზუალური შინაარსი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ინფორმაციის მიღებასა და შენარჩუნებას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ გინდა, რომ კონკურენციის მიუხედავად დარჩე სამიზნე აუდიტორიის მეხსიერებაში.
- იწვევს ემოციებს
სურათები იწვევს ემოციებს. ის აადვილებს კომუნიკაციას და კარგად გადმოსცემს გრძანობებსა და ღირებულებებს. ვიზუალური ინფორმაცია შეიწოვება ტვინის იმ ნაწილში, სადაც გროვდება ემოციები. ბევრი ჩვენი გადაწყვეტილება მიიღება ემოციურად და არა რაციონალურად. თუ ემოციები გააქტიურებულია, ეს კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ ინფორმაცია გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩეს მეხსიერებაში.
- ზრდის სანდოობას
ადამიანები სოციალური არსებები არიან, რომლებიც ეძებენ სანდო ინფორმაციას. ვიზუალური კონტენტი ზრდის სანდოობას და ამაღლებს ნდობას ბრენდის მიმართ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანები უფრო მეტად იჯერებენ ინფორმაციას და წყაროებს, როდესაც ფაქტები გამყარებულია ვიზუალით.
- იპყრობს ყურადღებას
პოსტებს, რომლებსაც აქვთ ვიზუალი, შეუძლია მეტი ვიზიტორების მოზიდვა, ვიდრე მის გარეშე. Facebook პოსტები სურათებით ორჯერ მეტ კომენტარს იღებს, ვიდრე პოსტები ვიზუალის გარეშე.
- ააქტიურებს ჩართულობას
ვიზუალი ადვილად იზიდავს ადამიანებს. ისინი შენ კონტენტს უზიარებენ სხვებს სოციალური მედიის არხების საშუალებით. სურათები, ვიდეო და ინფოგრაფიკა ძალიან მარტივია გასაზიარებლად და ინფორმაციის გასავრცელებლად. Facebook-ზე სურათები გაცილებით მეტია გაზიარებული, ვიდრე ბმულები ან ტექსტზე დაფუძნებული პოსტები. იმისათვის, რომ შენი მარკეტინგული ძალისხმევა იყოს ნაყოფიერი, სოციალური ჩართულობა გადამწყვეტია და ვიზუალური კონტენტი გაზრდის კომპანიაზე წვდომას სამიზნე აუდიტორიისა და პოტენციური მომხმარებლებისგან.
- ვიზუალური კონტენტი, როგორც ყოველდღიურობა
21-ე საუკუნეში ადამიანები მიჩვეულები არიან ვიზუალურ შინაარსს. სოციალური მედიის ეპოქაში ხშირია სოციალური მედიის პლატფორმებზე ვიზუალის დანახვა და მათგან ინფორმაციის მოპოვება. უსაფუძვლო არ არის, რომ სურათები არის ყველაზე გავრცელებული პოსტის ტიპი სოციალურ მედიაში.
თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტია ვიზუალური კონტენტის პოტენციალის შესწავლა, სერიოზულად იფიქრე ვიზუალური სტრატეგიის შემუშავებაზე შენი პროდუქტებისა თუ სერვისების მარკეტინგის მიზნით. გააკეთეთ ეს მანამ, სანამ ამას შენი კონკურენტი გააკეთებს.