როგორ შექმნა 2024 წლის ეფექტური ინსტაგრამ მარკეტინგული სტრატეგია?

7 მიზეზი, თუ რატომ იქნება ვიზუალური კონტენტი აქტუალური 2024 წელს

ინსტაგრამზე მარკეტერები აქტიურად დამკვიდრდნენ, რადგან ის მომხმარებლებთან დასაკავშირებელი ეფექტური პრლატფორმაა და უზრუნველყოფს კრეატიულობის მრავალფეროვან შესაძლებლობას. ნებისმიერი მარკეტინგული ნაბიჯის გადადგმამდე, მნივნელოვანია გქონდეს ინსტრაგრამ მარკეტინგული სტრატეგია, რადგან ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია.

მოგიმზადეთ ეფექტური რჩევები 2024 წლის მარკეტინგული სტრატეგიის შესამუშავებლად.

მიზნის დასახვა

ნებისმიერი სოციალური მედიის მარკეტინგული კამპანიის წარმატებისკენ პირველი ნაბიჯი არის შენი საბოლოო მიზნის ცოდნა. შესაძლოა გქონდეს მიზნების კომბინაციაც კი. მას შემდეგ, რაც წერილობით დაწერ შენ მიზნებს, შეგიძლიათ დაიწყო აქტივობა Instagram-ზე.

აუდიტორიის იდენთიფიცირება

გარდა იმისა, რომ უნდა იცოდე მიზნები, ასევე უნდა იცნობდე პოტენციურ აუდიტორიას.  მათი იდენთიფიცირება დაგეხმარება კონტენტის შექმნაში, რომელიც იქნება რეზონანსული იმ ადამიანებისთვის, ვინც მას ხედავს.

გადახედეთ კონკურენტების კონტენტს და გაითვალისწინეთ, რომელ პოსტებს აქვთ ყველაზე მეტი გამოხმაურება.

ვიზუალიზაცია

Instagram მომხმარებლები ბრენდისგან მაღალ ხარისხა და კრეატიულ კონტენტს მოითხოვენ და ელოდებიან.  პლატფორმა იდეალურია ისეთი ვიზუალური ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი და ფოტო-ვიდეო ფროდაქშენი.

დაათვალიერე ბრენდების პროფილები, რომლებიც ცნობილია თავიანთი კრეატიული გამოსახულებებით და შეეცადე შექმნა ისეთი ვიზუალი, რომელიც იქნება მიმზიდველი.    ხშირად გადახედე შენს ბიზნეს პროფილს და კითხე საკუთარ თავს, პროფილის მონახულებისას, რა შთაბეჭდილებას ტოვებს ის შენზე. პასუხის შემდეგ, შეცვალე ის, რაც არ მოგწონს.

ვებ გვერდზე Instagram-ის ჩაშენება

ვებ გვერდზე ინსტაგრამის ჩასმა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მარკეტინგულ ნაბიჯად ბიზნესისთვის.

სხვა პლატფორმებთან დაკავშირება

ინსტაგრამს აქვს ბევრი შეზღუდვა. ამიტომ მნიშვნელოვანია ინსტაგრამის მარკეტინგულ სტრატეგიაში ჯვარედინი პრომოუშენის ჩართვა. ჯვარედინი სარეკლამო ძალისხმევა და სოციალური მედიის მარკეტინგი დაგეხმარება მიმდევრების გაზრდაში.

#Hashtag-ების გამოყენება

ჰეშთეგები აუცილებელია ინსტაგრამზე ახალი მომხმარებლების მოსაპოვებლად, თუმცა მასაც სჭირდება სტრატეგია. იდეთიფიცირება მოახდინე პოპულარული ჰეშთეგების, რომლებიც დაკავშირებულია შენ ბიზნესთან და გამოიყენე ის ხშირად.

პოპულარული ჰეშთეგების გარდა, შენ უნდა იპოვო მეტი ნიშური სიტყვა, რომლებიც ეხება შენს ბიზნესს მაშინაც კი, თუ ისინი არც თუ ისეთი პოპულარულია.

დროთა განმავლობაში, გადახედე ჰეშტეგების სიას და დაამატე ტეგი, რომელიც გახდა პოპულარული ან უფრო აქტუალური დროთა განმავლობაში.

კონტენტ კალენდრის წარმოება

კონტენტ კალენდრის შექმნა მისი წარმოება აუცილებელია. ის მოიცავს შენი კონტენტ მარკეტინგის ყველა აქტივობას.

იმისთვის, რომ მეტი ძალისხმევა არ დაგჭირდეს კონტენტ კალენდრის შესაქმნელად, მოგიმზადეთ შაბლონი [Word] [Excel],  რომელიც შეგიძლია ჩამოტვირთო და გამოიყენო.

ამოცანების დელეგირება

გაითვალისწინე, რომ სოციალური ქსელის მარკეტინგი, დღეს ყველაზე მძლავრი მარკეტინგია და მის ჯეროვან მართვას, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მოახერხებს.

სოციალური ქსელის სამართავად გჭირდება სოციალური მედიის მენეჯერი, გრაფიკული დიზაინერი, ქოფირაითერი და კომუნიკაციების მენეჯერი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

en_USEnglish