სოციალური მედიის მარკეტინგიდან მაქსიმალური სარგებლობის მიღება გულისხმობს არა მხოლოდ სოციალური მედიის ანგარიშების შექმნას და პერიოდულად განახლებას, არამედ სოციალური მედიის მაქსიმალური გამოყენებისთვის საჭირო მყარ სტრატეგიასაც.
ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება, ონლაინ რეჟიმში დროის სტრატეგიულად გამოყენებაში.
- შეისწავლე კონკურენტები და გაანალიზე, რა მუშაობს შენს ინდუსტრიაში.
შენი კონკურენტები ინფორმაციის ღირებული წყაროა. ნახე მათი კონტენტი, რომელსაც ქმნიან. განსაზღვრე, რომელი კონტენტი მუშაობს კარგად სოციალურ მედიაში გაზიარებების, კომენტარების და მოწონებების საფუძველზე.
შემდეგ კი იფირე, როგორ შეგიძლია გადაამუშაო მათ მიერ შექმნილი კონტენტი შენი უნიკალური შეხედულებით.
- შეარჩიე სწორი სოციალური ქსელი შენი აუდიტორიისთვის
სხვადასხვა პლატფორმები იზიდავს სხვადასხვა აუდიტორიას. განსაზღვრე, რომელ სოციალ მედიაზე უნდა დახარჯო მეტი ძალისხმევა. თუ გაქვს შეზღუდული რესურსები, სოციალური ქსელის სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშნელოვანია. გაითვალისწინე, რომ თუ ერთდროულად ყველგან იქნები, მოგიწევს დაატებითი დროისა და ძალისხმევის დახარჯვა პლატფორმისთვის მორგებული კონტენტის შესაქმნელად. რატომ კარგავ დროს კონტენტის შექმნაზე იქ, სადაც შენი აუდიტორია არ არის?
სანამ კონკრეტულ სოციალურ ქსელში დაიწყებ აქტივობას, უპასუხე კითხვებს, რომელიც დაგეხმარება შეარჩიო შენთვი შესაფერისი პლატფორმა:
- დაგეხმაფრება თუ არა პლატფორმა შენი მარკეტინგული მიზნების მიღწევაში?
- აქტიურია თუ არა შენი სამიზნე აუდიტორია ამ პლატფორმაზე?
- შეესაბამება თუ არა პლატფორმა შენ მიერ შექმნილ კონტენტს?
- შექმენი სოციალური მედიისთვის სტილის გზამკვლევი
სოციალური მედიის სტილის სახელმძღვანელო დაგეხმარება აუდიტორიისთვის ნდობის ჩამოყალიბებაში სტაბილური და თანმიმდევრული ბრენდის შეტყობინებების საშუალებით. ის უზრუნველყოფს, თანმიმდევრულ კომუნიკაციას ყველა პლატფორმაზე.
სტილის სახელმძღვანელო უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
- ბრენდის სოციალურ მედიაში ყოფნის ტონი;
- თანმიმდევრული ფორმატი, მართლწერა და ა.შ.;
- ფერები, ლოგო და შრიფტი, რომლებსაც გამოიყენებ;
- როგორ გამოიყენებ ჰეშთეგებსა და ემოციებს.
- საკვანძო გრძელი სიტყვების (kaywords) კვლევა
ონლაინ გამოცდილების 93% იწყება საძიებო სისტემით. ამიტომ საკვანძო სიტყვების კარგი კვლევა გადამწყვეტია შენი კონტენტ მარკეტინგისთვის. ტერმინების დადგენა, რომლებსაც ადამიანები ეძებენ, გავლენას მოახდენს შენ მიერ შექმნილ კონტენტის ტიპზე და მის ოპტიმიზაციაზე. საკვანძო სიტყვები არის ის, რაც უფრო სპეციფიკურია – და, როგორც წესი, უფრო გრძელი – ვიდრე საკვანძო სიტყვების ძებნა (საძიებო მოთხოვნების 50% არის ოთხი სიტყვა ან მეტი). ისინი იღებენ ნაკლებ საძიებო ტრაფიკს, მაგრამ აქვთ უფრო მაღალი ღირებულება.
გაითვალისწინე: Google Keyword Planner Adwords-ში არის სასარგებლო ინსტრუმენტი საკვანძო სიტყვების ძიებაზე დაფუძნებული შინაარსის იდეების მოსაძებნად.
- დაურთე ყველა პოსტს სურათი
არ დაგავიწყდეს, რომ ვიზუალური კონტენტი ლიდერია. მნიშვნელოვანია, როგორ კონტენტს ქმნი და აზიარებ. ვიზუალური კონტენტი 40-ჯერ უფრო ხშირად ზიარდება სოციალურ მედიაში, ვიდრე სხვა ტიპის კონტენტი.
გაითვალისწინე: დაამატე სურათი ყველა პოსტს, თუნდაც პოსტი დაფუძნებულინ იყოს ტექსტზე. ბრენდის ამოცნობისა და ძლიერი ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად, შეინარჩუნე თანმიმდევრულობა ყველა სურათში იმავე ფერების, შრიფტებისა და განლაგების დაცვით.
სოციალური მედიის მაქსიმალური გამოყენებისთვის საჭირო მყარი სტრატეგიის შესამუშავებლად, დაგვირეკე ან მოგვწერე.
გატიური შეფასება ინტერნეტში ბიზნეს-ბომბს გავს. ის შეიძლება დაიწეროს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით.
ჩვენ მოგიმზადეთ რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, როდესაც მომხმარებელი ნეგატიურ შეფასებას გიწერთ.
მიმოხილვის ბომბი არის ინტერნეტ ფენომენი, სადაც ადამიანთა დიდი რაოდენობა, ან უფრო იშვიათ შემთხვევებში, რამდენიმე ანგარიში, რომელიც ტოვებს უარყოფით მიმოხილვას შენი ბიზნესის შესახებ ინტერნეტში.
მიმოხილვის ბომბი არის უარყოფითი მასობრივი ნეგატიური შეფასება, რომელიც ფოკუსირებულია ბიზნესის, პროდუქტის ან მომსახურებისთვის ზიანის მისაყენებლად. რაც იწვევს კომპანიის რეპუტაციის შელახვას. ხშირ შემთხვევაში, ეს გამოწვეულია იმით, რომ კომპანიას არ აქვს ღია საკომუნიკაციო არხი ან არ რეაგირებს პირდაპირ გამოხმაურებაზე. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ შესაძლოა მიმოხილვის ბომბი იყოს უბრალო ტროლინგის შედეგი.
ტრონილს აქვს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი:
- ხდება მოკლე დროში;
- იბომბება უარყოფითი მიმოხილვებით;
- მიმოხილვების უმეტესობა არის არარეალური პროფილი.
რატომ შეიძლება დაიბომბო უარყოფითი მომოხილვებით?
როგორ წესი, მას აქვს ორი მიზეზი:
- სკანდალი, პოლიტიკური ან კულტურული საკითხი;
- უკმაყოფილო თანამშრომელი, მომხმარებელი ან უბრალოდ კონკურენტი, რომელსაც სურს მიზანმიმართულად შელახოს კომპანიის რეპუტაცია.
ეცადე, არ არ იყოს შენი კომპანია სკანდალური და თავი აარიდე პოლიტიკური თუ კულტურული შინაარსის საკითხების საჯაროდ განხილვას. ეცადე, მომხმარებელს დაანახო, რომ მასავით განიცდი არსებულ პრობლემას, შედიხარ მის მდგომარეობაში და დაანახე რეალური თანადგომა.
გაითვალისწინე, რომ არ არსებობს მიმოხილვების ბომბისგან თავის არიდების ან მათი სრულად აღკვეთის საშუალება.
თუ დგახარ მიმოხილვებით დაბომბვის რისკის ქვეშ, ან ახლახანს მოხდა შენი დაბომბვა, რა შეგიძლია გააკეთო რეპუტაციის აღსადგენად?
ნაბიჯი 1: დადგინე ძირეული მიზეზი
თუ ნეგატიური შეფასებების რისკის ქვეშ დგახარ, აღმოაჩინე ძირეული მიზეზი. რეალური მიზეზის აღმოჩენა, ხანდახან საკმაოდ რთულია, რადგან ბევრი ადამიანი არ წერს დასაბუთებულ მიმოხილვას და შესაძლოა მათ უბრალოდ ვარსკვლავიანი რეიტინგით შეგაფასონ. მიზეზის გამორკვევა სცადე პირველ რიგში კომპანიაში და შემდგომ იმ ადამიანთან, რომელმაც ცუდი შეფასება გაგიკეთა.
ნაბიჯი 2: მიიღე შესაბამისი ზომები პრობლემის გადასაჭრელად
რეალური მიზეზის დადგენის შემდეგ, უნდა მიიღო ზომები ნეგატიური შეფასებების შესამცირებლად. უკან დაიბრუნე ან შეცვალე პროდუქტი, გაათავისუფლე სამსახურიდან ტოქსიკური თანამშრომელი.
ნაბიჯი 3: ცუდი შეფასებებისგან დაზარალებული პლატფორმების იდენთიფიცირება
ძირეული მიზეზის იდენტიფიცირებისა და მოგვარების შემდეგ, უარყოფითი მიმოხილვები უნდა შეწყდეს. შემდეგი ნაბიჯი, რაც უნდა გააკეთო არის ყველა პლატფორმის პოვნა, რომელიც დაზარალდა მიმოხილვის დაბომბვის შედეგად.
უმეტესად, მიმოხილვის ბომბდამშენები ყურადღებას ამახვილებენ პოპულარულ პლატფორმებზე. შეადგინე პლატფორმების სია, სადაც ცუდი შეფასება გაქვს და დაალაგე პრიოტიტეტულობის კიხედვით, სადაც შენი აუდიტორიის ნახვაა შესაძლებელი.
პლატფორმების იდენტიფიცირების შემდეგ, საუკეთესო გზაა დაუკავშირდე საფორთს და სთხოვო მათ,-წაშალონ ყალბი მიმოხილვები. გაითვალისწინე, რომ პლატფორმების უმეტესობა არ წაშლის მომხმარებელთა ნამდვილ მიმოხილვას – და ეს მოიცავს უარყოფით გამოხმაურებასაც.
ნაბიჯი 4: აღადგინე ბრენდის რეპუტაცია
ნეგატიური მიმოხილვები მნიშნელოვან ზიანს აყენებს ბრენდის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ, შემდეგი ნაბიჯი არის ბრენდის შესახებ მომხმარებლებისთვის რეპუტაციის აღდგენა.
ბრენდის იმიჯის გაუმჯობესების ერთ-ერთი სტრატეგია არის მიმოხილვების გენერირება. ORM სტრატეგიების გამოყენება მიმოხილვების შესაქმნელად არის ნაბიჯი ბრენდის რეპუტაციის აღდგენისკენ, მაგრამ ის შეიძლება იყოს წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგვარდება ლეგიტიმური საკითხები.